რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ნიკოლაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.