რუსთავში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.სამართალდამცავები შეეცადნენ, რომ საავტომობილო გზა გაეხსნათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.ამჟამად საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭყონდიდელის დასახლებიდან ქალაქის იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს.საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან მიმდინარეობს. მათ მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ „არა ციხეს“ და მოითხოვენ ადგილზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისვლას.შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხის მშეენებლობას აპროტესტებენ.