რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. ისინი ცენტრალურ, დავით გარეჯის ქუჩაზე იმყოფებიან. აქციაში ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ.მსვლელობის გამო ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტის ნიშნად, ფეხით მთელ ქალაქს გაივლიან. მანამდე აქციის მონაწილეებმა ციხის მშენებლობის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ მუშებს მშენებლობის პროცესი შეაჩერებინეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მანქანას გზა გაუკეტეს. შეგახსენებთ რუსთავში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით იმართება.