რუსთავში "იმპექსის" ფირმის აფთიაქი არა ხუთმა, არამედ ერთმა ქალმა გაქურდა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. უწყების ცნობით, წაღებულია მხოლოდ ერთი შამპუნი და ერთი კრემი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. „იმპექსის“ ფირმის აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ აფთიაქი ხუთმა ქალმა გაქურდა, რომლებმაც 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს.