რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებულ 9 წლამდე ასაკის გოგონას კლინიკა "რუსთავში" გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ, თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ.კლინიკასთან იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრები. ადგილზე ასევე იმყოფებიან: ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და რუსთავის ვიცე-მერი დავით კეკელიძე. რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" არიან გადაყვანილი, მათგან 9 წლის ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.შს სამინისტროს ინფორმაციით ,,შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს".