რუსთავში 2 ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა - Palitra News

რუსთავში 2 ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

2020-01-29 10:03:43+04:00

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მესამე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გარდაცვლილები 53 და 57 წლის ცოლ-ქმარი არიან, მათი 25 წლის შვილი კი ჰოსპიტალიზირებულია.

ცნობილია, რომ ოჯახი ლეონიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და "სოკარ-ჯორჯია გაზის" თანამშრომლები.

რუსთავში ბუნებრივი აირის ნაწვით ორი ადამიანი გასულ კვირასაც გარდაიცვალა.