რუსთავში, 13 წლის მოკლული ბავშვის პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს მოკლული მოზარდის ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ. 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძაა დაკავებული. მან მოზარდს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. როგორც ბრალდებულის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, მკვლელობაში დაკავებულს აღენიშნებოდა ჰალუცინაციური მოვლენები, ის არ იყო მყარი ფსიქიკის მატარებელი და ვერ აცნობიერებდა არსებულ გარემოს. დაკავებულს ბრალს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წარუდგენენ.