რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც პალიტრანიუსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 82 წლის ქალი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი კვირასვე გარდაიცვალა. „ჯერ-ჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1. ის ჩვენს კლინიკაში გუშინ უმძიმეს მდგომარეობაში შემოვიდა", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.