რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გავცელების პრევენციის მიზნით, კვლავ კარანტინია, ბავშვთა საავადმყოფოში კი მნახველთა შესვლა შეზღუდულია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის მონაცემებით რუსთავში გრიპით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან არც ერთი არ არის ეწ ღორის გრიპი. ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმფტომებით სტაციონარში 35 პაციენტია მოთავსებული.