რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა.
დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებოდნენ.
ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ მანქანას გადაადგილების მომენტში არ ქონდა ჩართული კონდეციონერი და დაკეტილი იყო ავტომობლის ოთხივე ფანჯარა, ასევე ოჯახს ეჭვს უჩენს ის ფაქტიც, რომ დაკარგულია თამარ ბაჩიალიაშვილის მეხისრების ბარათი, რაზე გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ აღნიშნული მეხისერბის ბარათი ახალგაზრდა პროგრამისტს ყოველთვის თან დაჰქონდა.
საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის ინფორმაციით, დასმული იყო კონკრეტული შეკითხვები, რომლებზე პასუხის გასაცემად შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდა, მათ შორის, შეესაბამება თუ არა შემთხვევის ადგილზე დატოვებული ორი პარალელური კვალი ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი