რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული დაჭრილის მეზობელია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა საკრებულოს დეპუტატი.
დაშავებულს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით აქვს მიყენებული. გიორგი მღებრიშვილი მკურნალობისთვის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.