რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მალხაზ მაჩალიკაშვილი, სარალიძის მხარდამჭერები, ოჯახის წევრები ესწრებიან. სასამართლო სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი თავმჯდომარეობს. სხდომას ესწრება თავად ზაზა სარალიძეც. ზაზა სარალიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 353 -ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.