რუსთავის პოლიციამ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავა - Palitra News

რუსთავის პოლიციამ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავა

2019-05-23 10:06:03+04:00

პოლიციამ რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 20 მაისს რუსთავში ერთ-ერთ პარკში თავს დაესხა 1988 წელს დაბადებულ ქალბატონს და მისი გაუპატიურება სცადა ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ჯ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.