რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისი ადვოკატები ხვდებიან.
როგორც დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, მელიასთან რიგითი შეხვედრაა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მელიას საქმის გარშემო მისთვის გაუგებარი მოლოდინები იქმნება.