სასჯელაღსრულების რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა. 2 პატიმარი დაიჭრა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, გავლენების განაწილებას მოჰყვა. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით პატიმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არის 1 დაღუპული და 2 დაჭრილი. მისივე თქმით ციხის ადმინისტრაცია აღნმიშნულ ფაქტს იმიტომ არ ასაჯაროვებს, რომ პრობლემების შექმნა არ უნდათ.