რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცს საამქროში მუშაობის დროს, ფეხში ცხელი არმატურა მოხვდა და თერმოდაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თავდაპირველად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძემ აცხადებს, პაციენტს ძლიერი დამწვრობა ჰქონდა ქვედა კიდურზე.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.