რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 112-ზე შევიდა შეტყობინება, სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველები მივიდნენ.