"რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები მუშები ცოტა ხნის წინ ქარხნის დირექციას შეხვდნენ. როგორც მოლაპარაკებიდან გამოსული მუშები აცხადებენ, დირექცია მოლაპარაკებებზე წამოვიდა, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის. აქციები და გაფიცვა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა თანახმაა წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ოთხცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანოს, 50% -ით ხელფასის გაზრდაზე კი უარს აცხადებს. საპირისპიროს აცხადებს "ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე. მისი განცხადებით
საამქროების მუშების მოთხოვნების განხილვა და შესწავლა მიმდინარეობს და მათ პასუხს დირექცია 20 მაისს ეტყვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 400-ზე მეტი მუშა გაიფიცა, ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.