რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა. როგორც რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ნატო თოფურიამ განაცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ბავშვი პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობლის გადმოცემით, ის წყლის მისატანად გავიდა და დაბრუნებისას ბავშვი პალატაში აღარ დახვდა.,,ბავშვს საჭირო გამოკვლევები დაუყოვნებლივ ჩავუტარეთ, თუმცა პრევენციის მიზნით, იაშვილის კლინიკაში მაინც გადავიყვანეთ. გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მიზნით საჭიროდ ჩავთვალეთ კატასტროფის ჯგუფი გამოგვეძახა და იაშვილის კლინიკაში გადაგვეყვანა“, - განაცხადა ნატო თოფურიამ.