რუსთავის 4 საბავშვო ბაღიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო. კვლევის შედეგებით, ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით აღმოჩნდა დაბინძურებული.
სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს "ბადა" კი დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.