რუსთავის 16-ე სასჯელაღსრულებლის დაწესებულებაში ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროეტი განხორციელდა. პატიმრებმა ერთი წლის განმავლობაში კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. სასჯელაღსრულებლის დაწესებულებაში ყვავილების პირველი მოსავალიც მიიღეს და პროექტის ორგანიზატორების თქმით მათი რეალიზაცია თვის ბოლოსკენ იგეგმება. ორგანიზატორების თქმით, ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროეტის მიზანი ასევე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრების დასაქმებაზე ზრუნვაა, რათა მათ თავად მოაწყონ საკუთარი სასათბურე მეურნეობა ან მარტივად დასაქმდნენ ამავე პროფესიით.შეგახსენებთ, რომ ქსანისა და რუსთავის ციხეებში სამი სათბური უკვე აშენდა და მოეწყო სასათბურე კონტრუქციებისა და სანერგე ჩითილების ადგილები. პროექტის ორგანიზატორების თქმით სათბურები პატიმრების სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში გაფართოვდება. სასჯელაღსრულებლის დაწესებულებაში ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროეტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.