რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში რუსთავიდან გადაყვანილი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მართვითი სუნთქვის აპარატზე გადაყვანას არ საჭიროებენ. როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, მათ კლინიკაში მოთავსებული ყველა პაციენტის ისტორია შესწავლილია. მისივე განმარტებით, მძიმე ფორმით მიმდინარე კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ აღენიშნება. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ 12 პაციენტს გაუკეთდება კვლევა, რომელთა პასუხებიც გვიან საღამოს იქნება ცნობილი.