რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა 2 ლარი გახდა. აქამდე მგზავრობის საფასური 1.50 თეთრი იყო.როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს ტარიფი. რამდენიმე დღის წინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის საფასურის გაზრდაზე ნებართვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფის თვითნებურად გაზრდით იმუქრებოდნენ.