კომპანია ინტერტრანსი გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად ,,მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი. როგორც კომპანია აცხადებენ, პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ ,,ყვითელ" მიკროავტობუსში დამონტაჟდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა. მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველებს, ნაღდი ფულითაც შეუძლია. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.