რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხვალიდან კვლავ 1,50 თეთრად გადაიყვანენ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ცოტა ხნის წინ ტრანსპორტის პროფკავშირების თავჯდომარე ლავრენტი ალანიასთან ერთად განცხადება გააკეთეს. როგორც ლავრენტი ალანიამ განაცხადა, გვიან ღამემდე „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობასა და მძღოლებს ხვდებოდა, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მძღოლები მგზავრებს თბილისი - რუსთავის მარშრუტზე ხვალიდან კვლავ 1,50 თეთრად გადაიყვანენ, თუ მერია სპეციალური კომისიის შექმნას დათახმდება, რომელშიც პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ მგზავრობის რეალურ ტარიფს.