რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სპეცოპერაცია ჩატარდა - Palitra News

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სპეცოპერაცია ჩატარდა

2020-07-24 16:02:47+04:00

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და ერთ-ერთი ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

„პალიტრანიუსი“ სპეცოპერასიის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.