რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.წინასწარი ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. კადრები შემთხვევის ადგილიდან "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინ ფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.ავტომაგისტრალზე ავარიის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.