"რუსთავი 2" კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს. გადაწყვეტილება წამყვანებმა კურიერის ეთერში გააჟღერეს. როგორც დიანა ჯოჯუამ აღნიშნა, ის ვერ იმუშავებს იმ არხზე, რომელიც ქვეყანაში კრემლის მთავარი მომსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. ამასთან კურიერის წამყვანმა აღნიშნა, რომ მაყურებელს სხვა სივრცეში და სხვა არხზე შეხვდება. კურიერის წამყვანების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება ეთერში აღარ გავიდა.