ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესასვლელთან გაშლილ კარავში "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უძღვება. პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე პარტიის წევრებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.პარტიის წევრები იმ სტრატეგიის შესახებ განაცხადებენ, რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ექნებათ.