„რუსთავი 2“ - ის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში მივიდა. პაატა სალია ახალ თანამდებობაზე მუშაობის პირველ დღეს არხის ფინანსურ მენეჯმენტთან გეგმავს შეხვედრას. როგორც ის აცხადებს, პირველი რიგის ამოცანა სწორედ ტელეკომპანიის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლაა, რაზეც იურისტთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას. რაც შეეხება რუსთავი2 ის სარედაქციო პოლიტიკას, არხის ახალი გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ ჟურნალისტების მუშაობაში არ ჩაერევა.