"რუსთავი 2"-ში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი" - პაატა სალია მილიონობით ზარალზე საუბრობს - Palitra News

"რუსთავი 2"-ში ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი" - პაატა სალია მილიონობით ზარალზე საუბრობს

2019-08-09 16:10:14+04:00

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ახალ ხელმძღვანელობას ტელეკომპანიაში ძალიან ცუდი სიტუაცია დახვდა. სალია პალიტრა ნიუსთან კომპანიაში მილიონობით ზარალზე საუბრობს. გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიის ყოფილი მენეჯმენტის მოქმედებები არ იყო კომპანიის ინტერესებისკენ მიმართული და არსებული მდგომარეობა აჩენდა ბევრ კითხვას, რის გამოც მან პროკურატურას დამატებით მიმართა. პაატა სალიას განცხადებითვე, ამ ეტაპზე სხვა პირთა ბრალეულობაზე საუბარი გაუჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა მოქმედებაზე, რომელიც კომპანიაში განხორციელდა, პასუხისმგებელი გენერალური დირექტორია.