"რუსთავი 2-ში" ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა, არსებულმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა - პაატა სალია - Palitra News

"რუსთავი 2-ში" ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა, არსებულმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა - პაატა სალია

2019-07-20 00:06:48+04:00

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემებია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, არსებულმა სურათმა მოლოდინს გადააჭარბა და კომპანიაში მძიმე ფინანასური მდგომარეობაა. როგორც ახალი გენერალური დირექტორი აცხადებს, ახალი ხელმძღვანელობა მუშაობს პრობლემის გადაჭრის გზებზე.