ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც "თიბისი ბანკის" დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებენ.ასევე, როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, "ომეგა 2-ის" დირექტორი, გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი.