ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ბრიფინგი გამართეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, „რუსთვი 2-ით“ თუ მის გარეშე ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებს მაინც მოიგებს. მათ ასევე პარტიის მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართეს და განაცხადეს, რომ ახლა სასოწარკეთის დრო არ არის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიის ოკუპაცია მოახდინა. ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან თუ არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოხდება, ეს „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდება.