„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი წიგნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. პატიმრობის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა დააყენეს, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოეყენებინათ.
ბრალდებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოსამართლის გადაწყვეტილებას „დაუსაბუთებელი“ უწოდა.