საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით „რუსთავი 2" -ის ჟურნალისტები ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან ბულინგის მსხვერპლები არიან. ცქიტიშვილი აღნშნავს, რომ ყოფილი დირექტორი ჟურნალისტებს აშანტაჟებს და გონია, რომ თუ ისინი რუსთავი 2-ში დარჩებიან გამყიდველები იქნებიან. როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, თუ გენერალური დირექტორი შეიცვალა, ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ დამოუკიდებლობა დაკარგა. ცქიტიშვილის შეფასებით არხზე სიტყვის და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტები თავად ჟურნალისტები არიან.