ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებს ყადაღა მოეხსნა. საუბარია ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60%-იან წილზე, რომელსაც ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად ყადაღა დაედო.
გადაწყვეტილება ყადაღის მოხსნაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო, რომელმაც ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა. სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა. კონკრეტულად კი სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა.