ტელეკომპანია „რუსთავი2“ ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი პალატაში შესაძლოა აღარ გასაჩივრდეს. არხის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ სახელწმიფომ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები განსაკუთრებული სისწრაფით გადაუფორმა, ამან დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას აზრი დაუკარგა.
რუსთავი 2-ის ადვოკატი არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტად კონტრაქტების გაფორმების პირობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ჟურნალისტების დამოუკიდებლად მუშაობის გარანტია ვერ იქნება