"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე მზად არის არბიტრაჟის წესით გადაწყდეს მისი დავა ტელეკომპანიასთან ან წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიამ მოახდინოს ფინანსური დოკუმენტების შესწავლა",- ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, ნიჟარაძისთვის არ არის თვითმიზანი ის, რომ სასარჩელო წარმოებით მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს. მისივე ცნობით, ხვალ ტელეკომპანიაში გაიმართება შეხვედრა და აღნიშნულ საკითხებზე სხვა პარტიორებთან შედგება კომუნიკაცია.
შეგახსენებთ 2019 წლის 30 მაისს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა მოწილემ ნინო ნიჟარაძემ სარჩელი აღძრა "რუსთავი 2"-ის პარტნიორების - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, "რუსთავი 2"-ის დირექტორის - ნიკა გვარამიას და შპს ,"ინტერმედიის" წინააღმდეგ.