"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფკლეს. აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაადასტურა.
როგორც სალიამ აღიშნა, ნოდარ მელაძეს გადაწყვეტილება უკვე აცნობა. ამასთან როგორც სალია ამბობს, გიორგი გაბუნიასთან, ეკა კვესიტაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამსახურიდან გაშვებაზე მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ინტერესთა კონფლიქტით ასაბუთებს. როგორც სალიამ აღნიშნა, გარკვეული თანამშრომლების საჯარო განცხადებები კონფლიქტში მოდის არხის პოლიტიკასთან და არის უპასუხისმგებლო.
ასევე, სალიას თქმით, შეუძლებელია იმ ჟურნალისტებთან საქმიანი ურთიერთობა, რომლებიც თვლიან, რომ არხის ახალ მენეჯმენტთან ბრძოლის რეჟიმში არიან.