სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს.
არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია. მათივე თქმით, ქიბარ ხალვაშის განცხადება რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში. როგორც „რისთავი 2-ის“ თანამსრომლებმა აღნიშნეს ისინი არ მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის მათ სულისკვეთებას.