სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. მათ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებას და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ და აცხადებენ რომ კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. ისინი რუსთავი 2-ის თანამშრომლებსა და ნიკა გვარამიას განცხადებაში მადლობასაც უხდიან. "ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში."- აღნიშნულია განცხადებაში.