"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა მთელი ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა. "რუსთავი 2"-თან წუხელ კარვები გაიშალა, რომლებიც ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება. მოქალაქეებმა ტელეკომპანიასთან შეკრება უზენაესი სასამართლოს იმ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს, რომლითაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონობად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და ხელისუფლების მიერ "რუსთავი 2"-ის წართმევად" აფასებს.
იხილეთ:
"რუსთავი 2"-ის მძიმე ღამე: რა ხდებოდა ტელევიზიაში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?