ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები მზად არიან წილების 40% თანამშრომლებს გადასცენ, - ამის შესახებ ყარამანიშვილების განცხადებაშია აღნიშნული. არხის აქციების 80%-ის მფლობელები, "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან ხელშეკრულება წილების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ გააფორმონ, რომელიც ძალაში ყადაღის მოხსნის შემდეგ შევა.