"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა. შესაძლოა მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.