რუსთავი 2-ის დამფუძნებლები და ყოფილი მეწილეები სამაუწყებლო კომპანიის დასაბრუნებლად სამართლებრივი პროცესის დაწყებას აპირებენ და საქმის სტრასბურგის სასამართლოში შეტანასაც არ გამორიცხავენ. ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განცხადება გააკეთეს. მათი განმარტებით, დომენი rustavi2.com წლების განმავლობაში დავით დვალის საკუთრება იყო და მისი უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მათივე თქმით, ტელევიზიის თანამშრომლებს არ გაუთიშეს მეილით სარგებლობის უფლება, რათა არ შეუფერხდეს მათ მუშაობა. შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიამ ვებ გვერდის მისამართი შეიცვლა რუსთავი2.com –ის ნაცვლად, rustavi2.ge გახდა.
იხილეთ:
"რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდთან დაკავშირებით დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ