„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ვარაუდობს, რომ ტელეკომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის ინტერესი სასამართლოსთვის სარჩელით მიმრთვაარ იყო, თუმცა შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ერთადერთ სწორ გზად ეს მიაჩნიათ. როგორც ადვოკატმა აღნიშნა ნინო ნიჟარაძესა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია ამდრომდე არ შემდგარა.