"სისტემური ცვლილებების დროა" - ამ ლოზუნგით რუსთაველის თეატრთან დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "გილდია" მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აქცისი მონაწილეები გმობენ ძალადობას და შესაბამისი უწყებების მხრიდან ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და რუსთაველის თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა.