რუსტაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი უკვე ადგილზეა. შეგახსენებთ აქციის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ, მათი ტქმიტ პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. რაც შეეხება სცენას თბილსერვის ჯგუფმა“ ის პარლამენტის შენობის წინ ცოტა ხნის წინ დააბრუნა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიამ სცენა და ჯებირები მოიპარა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებული ხელისუფლება ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა. ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს „თბილსერვის ჯგუფში“. მათი ინფორმაციით, პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დასუფთავების დროს დროებით დასაწყობდა.