რუსთაველის გამზირზე 10 მაისს აქციის დროს დაკავებული საფინანსო კომპანია „საქართველოს“ 4 დაზარალებული და ერთი ადვოკატი სასამართლომ გაათავისუფლა. ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლემა დააკმაყოფილა. პოლიციის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. დაცვის მხარის შუამდგომლობით, კი ვინაიდან საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას არ იცნობდნენ, შეჯიბრებითობის პრინციპის დაურღვევლობის მოთხოვნით პროცესის გადადება გონივრული ვადით იშუამდგომლეს. სხდომა 30 მაისამდე გადაიდო.